“Fair Trade”-ის მსოფლიო დღე, 2013 წლის 12 მაისი: ფონდი “Fair Trees” კვლავ ლიდერია.

2013 წლის 8 მაისს, ამბროლაურისა და თლუღის რეგიონის ბავშვებმა და მოსწავლეებმა კვლავ გაიარეს უფასო სამედიცინო, მათ შორის სტომატოლოგიური შემოწმება.

სერვისების ხარჯები “Fair Trees”-ების გაყიდვიდან შემოსულმა თანხამ დაფარა. თითოეული ხის ფასიდან 0.675 € ადგილობრივი ბავშვების დასახმარებლად იხარჯება.

ფონდი „Fair Trees“ ადგილობრივ ბავშვებს სასწავლო გრანტებითა და ჯანმრთელობის დაცვითი პროგრამებით ეხმარება.

მარიანა ბოლსი (Marianne Bols) პირადად დაესწრო ღონისძიებას და მისი ფონდის მუშაობის შედეგებით გაიხარა.

„მშობლები მადლიერები იყვნენ იმისათვის, რომ მათ შვილებს შესალებლობა ჰქონდათ სამედიცინო შემოწმება უფასოდ გაეარათ. ბავშვების სიხარულისაგან ანთებული თვალები გულზე მალამოდ მედებოდა“.

 

dentalmedical marianne