“Fair Trees” მზადაა საქართველო, ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა, ეკონომიკურად და სოციალურად განავითაროს.

“Fair Tree”-ს პროდუქტის შეძენისას, თქვენ საქართველოში განხორციელებულ საქმეს ფიქსირებული თანხით ეხმარებით.

“Fair Seeds” WTFO-ს წევრია. “Fair Trees” აღმოცენებულია “Fair Seeds”-იდან.

ფონდის „Fair Trees“ მიზანია საახალწლო ნაძვის ხეების წარმოება მდგრადობისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მოდელებზე დაყრდნობით.

ნახეთ როგორ აგროვებენ ქართველი თანამშრომლები გირჩებს იმისათვის, რათა თქვენ საახალწლო ნაძვის ხე მოგაწოდოთ.

ფონდი “Fair Trees“

  • საქართველოს, ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყნის, ადგილობრივი მოსახლეობის განათლებას, ჯანდაცვასა და ზოგად განვითარებას უზრუნველყოფს.
  • iქართველი გირჩის შემგროვებლებისთვის საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს აუმჯობესებს.
  • საახალწლო ნაძვის ხეების წარმოებასა და გაწმენდას, მდგრადობის და ეკო-მეგობრულობის პრინციპების დაცვით უზრუნველყოფს.

“WWF”-თან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი

თლუღის რეგიონში გარემოსდაცვითი განათლების წახალისების მიზნით, „WWF კავკასია“-ს და ფონდს „Fair Trees” შორის უერთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„WWF კავკასია“-ს და “Fair Trees”-ს მიზანია ბუნების კონსერვაციის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სტუდენტებს მსოფლიო გარემოსდაცვით დინამიკას, ადგილობრივ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს ვასწავლით. ამგვარად, ახალგაზრდა მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით აივსებიან.

“WWF”-ს შესახებ:
“WWF” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე საპატივცემულო დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელის მსოფლიოს ას ქვეყანაზე მეტში ფუნქციონირებს და 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. “WWF”-ის მისია დედამიწის ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის შეჩერებას და ისეთი მომავლის შექმნას ისახავს მიზნად, რომელშიც შენარჩუნებული ბუნებრივი მრავალფეროვნების დახმარებით, ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრებენ, განახლებადი წიაღისეულს მდგრადად მოიპოვებენ და დაბინძურებასა და უსარგებლო მომხმარებლობას სამუდამოდ აღმოფხვრიან.

“FSC” სავაჭრო ნიშნის ლიცენზია

ფონდი “Fair Trees“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გარემოს მოსავლის აღების პასუხიმსგებლიანი მეთოდებით იცავს და ამით გლობალურ სოციალურ სტანდარტებს აწესებს.

როგორც “FSC” სავაჭრო ნიშნის ლიცენზიის მფლობელები, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ სატყეო მენეჯმენტი გარემოსდაცვითი, სოციალურად მომგებიანი და ეკონომიკურად შესაძლებელი გზებით განვავითაროთ.

ფონდ “Fair Trees“-ს და „საქართველოს წითელ ჯვარს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. signs MOA with Red Cross Georgia

„საქართველოს წითელ ჯვართან“ თანამშრომლობით შეგვიძლია ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ დავეხმაროთ და მათ პირველადი გადაუდებელი დახმარების სხვისთვის გაწევა შევასწავლოთ.

“2019 წლის აპრილში, ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული რისკის შემცირებისათვის პროექტი „კატაკლიზმების წინაშე უძლურებისა და ამით გამოწვეული დაუცველობის დონის შემცირება ამბროლაურის ადგილობრივ მოსახლეობაში“ დაიწყო, რომელიც “Fair Trees”-მა დააფინანსა, ხოლო „საქართველოს წითელმა ჯვარმა” აღასრულა. პროექტის მთავარი მიზანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გამძლეობის უნარების გაძლიერება და ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე დაუცველობის დონის შემცირება იყო.”

ფონდ “Fair Trees”-სა და “Save the Children”-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ამბროლაურში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ბავშვებს სასმელი წყლისა და საკანალიზაციო არხების პრობლემა აქვთ. ფონდი “Fair Trees” ამ ოჯახების სიღარიბიდან ამოყვანას ისახავს მიზნად. ამისათვის ფონდმა “Fair Trees” “STC Georgia”-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. . 2017 წლის მარტში “STC”-მ პირველი პროგრამები ჩაატარა ადგილობრივი სკოლების ჩართულობით. პროგრამის „ითამაშე და ისწავლე LEGO-თი“-ს ფარგლებში, ბავშვები იმ აუცილებელ თვისებებს იყალიბებენ, რომელიც მათ შემოქმედებით და ცნობისმოყვარე მოსწავლეებად აქცევს.

ფონდ “Fair Trees”-სა და „საქართველოს ს-ო-ს ბავშთა სოფელს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

„გვიხარია, რომ ფონდ “Fair Trees”-სა და „საქართველოს ს-ო-ს ბავშთა სოფელს შორის“ უერთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამ გზით, ჩვენ ობოლი ბავშვებისთვის უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს შევქმნით. ამბროლაურში, საოჯახო ტიპის სახლში, ბავშვები დედასთან და ოჯახთან ბედნიერად იზრდებიან. ამ საერთო ძალისხმევით ჩვენ ბავშვებს მომავალს ვუქმნით”. – მარიანა ბოლსი, ფონდ “Fair Trees”-ს დამაარსებელი.

ფონდ “Fair Trees“-თან თანამშრომლობენ: