2020 წელს, ფეა თრიზ ფონდი სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს ამბროლაურში. თთოეული მათგანი ემსახურება ჯანმრთელობის, განათლებისა და თანაბარი უფლებების პრინციპებს, ისევე როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას. პროექტები შესაბამისობაშია 17 მდგრადი განვითარების მიზანთან.

მკერდის კიბოს სკრინინგი 169 ქალბატონისთვის

წითელ ჯვართან თანამშრომლობით, ფეა თრიზ ფონდმა წელსაც მოაწყო ტესტირების ცენტრი, სადაც ამბროლაურში მცხოვრებ ქალბატონებს მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ მკერდის სკრინინგი. ტესტირება კოვიდ 19 ის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.  ტესტირების 4 დღის განმავლობაში (10-13 სექტემბერი), 169 ქალის გამოკვლევა განხორციელდა.

სკრინინგი კულტურული ბონუსით

მკერდის სკრინინგთან ერთად, ქალბატონებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ქართველი მხატვარი ქალბატონების ნახატების გამოფენა ტესტ ცენტრთან ახლოს. სკრინინგში მონაწილე ყველა ქალბატონს გადაეცა სტომატოლოგიური მომსახურების ვაუჩერი.



ფონდი აფინანსებს 3 წლიან წითელი ჯვრის პროექტს „მდგრადობა და თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირება ამბროლაურში”. მკერდის სკრინინგი სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

წითელი ჯვარი

“დღესდღეობით, მკერდის კიბო ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნის ტიპია ქართველ ქალებში. ყოველწლიურად, 1624 ქალზე მეტია დაავადებული. წითელი ჯვარი ძალიან მოხარულია მხარი დაუჭიროს ფონდის ინიციატივას უფასო მკერდის სკრინინგთან დაკავშირებით ამბროლაურში. ეს წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს ჯანმრთელობის ხელშეწყობის საქმეში. 2020 წელს, ამ პროექტის განმავლობაში,რა თქმა უნდა ჩვენც ვზრუნავდით, რომ სკრინინგი კოვიდ 19 ის რეკომენდაციების დაცვით ჩატარებულიყო.”

– თამარ კამკამიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება; ჩიტო დოლიძე, წითელი ჯვრის ამბროლაურის ფილიალის წარმომადგენელი.