ფონდი “Fair Trees” ქართველ გირჩის შემგროვებლებს განსაკუთრებულად აკვირდება; ისინი სამუშაო და ჯანმრთელობის დაზღვევებით, ხოლო მათი ოჯახის წევრები ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობენ.

ფონდი უმაღლესი ევროპული ხარისხის დანადგარებს იყენებს. ასევე ფონდი გირჩის შემგროვებლებს, მათი ოჯახის წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსებს უტარებს.

ფონდისთვის “Fair Trees” მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ფონდი სახსრების ნაწილს საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჯობესებას მოახმარს. ფონდს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკაც აქვს, რომლის სერვისებით რეგიონის ყველა ბავშვი უფასოდ სარგებლობს.

ამას გარდა, ფონდი სრულიად უსასყიდლოდ უზრუნვეყოფს ბავშვების ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებას და ამავდროულად სხვადასხვა სასქრინინგო პროგრამებს ატარებს.

ფონდი ადგილობრივ სტუდენტებს უმაღლეს განათლებას უფინანსებს.

ფონდი ცდილობს მდგრადობისა და გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს, რის მაგალითადაც იმ ასწლიანი ტყის შენარჩუნება შეიძლება ჩაითვალოს, რომელშიც გირჩის შემგროვებლები სათესლე მასალას აგროვებენ.