მნიშვნელოვანი დახმარება SOS ბავშვთა სოფელში მცხოვრებ ბავშვებსკორონავირუსის დროს
ფონდმა Fair Trees გამოყო თანხა იმისთვის, რომ ბავშვებს არ მოაკლდეთ ზრუნვა, საკვები და მიეცეთდისტანციური სწავლის საშუალება COVID-19-ის პირობებში.
ბავშვები, რომლებიც მინდობით აღმზრდელებთან ერთად ცხოვრობენ ამბროლაურის მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ძალიან განიცდიან, რომ პანდემიის გამო მასწავლებლებთან და კლასელებთან ყოველდღიური კონტაქტი დისტანციური სწავლებითაა ჩანაცვლებული.
ბავშვებმა და მათმა აღმზრდელებმა მეტად დროული და საჭირო დახმარება მიიღეს ფონდისგან, სრულიად მოულოდნელად.
Fair Trees ფონდმა გამოყო 5000 ლარი 8 ბავშვისთვის, რათა ხელი შეეწყო მათთვის დისტანციური სწავლაში მონაწილეობის მისაღებად.
”ამჟამად მცირე საოჯახო ტიპის სახლში ზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვები ყველაფრით იყვნენ უზრუნველყოფილი. ჩვენ ძალიან გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა მათი პირობების გაუმჯობესებაში“ – ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი, Fair Trees ფონდის პროექტების დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ეწვია SOS ბავშვთა სოფელს საჩუქრების გადასაცემად.
საჩუქრებში შედის ელექტრონული პლანშეტები ციფრული სწავლებისთვის, აგრეთვე ანტისეპტიკური საშუალებები COVID-19 ინფექციისგან თავდასაცავად. ამას გარდა, პურის საცხობი დანადგარი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მცირე საოჯახო ტიპის სახლის ხარჯებს.
”ბავშვებს სჭირდებათ სტაბილურობა და სიმშვიდე, რაც საშუალებას მისცემს მათ ისწავლონ და ითამაშონ კიდეც. ხოლო მშობლებს – მუდმივი თანადგომა, რათა გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. Fair Trees ფონდში ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შემოწირულობა ორივეს შესრულებაში დაეხმარებათ,”- ამბობს ჟანა ბაბუნაშვილი.
ფონდი Fair Trees კომპანია „ Fair Trees “ საქმიანობით ფინანსდება, რომელიც გახლავთ მსოფლიო სამართლიანი ვაჭრობის ორგანიზაციის (WFTO) და დანიის სამართლიანი ვაჭრობის აუდიტის წევრი, რომლის ძირითად საქმიანობას კავკასიური სოჭის გირჩის ექსპორტი წარმოადგენს. ფონდი ფეა თრიიზ დაფუძნებულია კომპანიის მიერ. ყოველწლიურად 45 მილიონი ნორდმანი/კავკასიური სოჭი იყიდება დასავლეთ ევროპაში. ამ უდიდეს ბაზარზე კომპანიას უჭირავს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია, რაც ასახულია სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებში. ჩვენი გუნდის ძალისხმევით, ევროპაში ფართოდაა ცნობილი, რომ ეს ხეები რაჭული კავკასიური სოჭის თესლისგანაა აღმოცენებული. ამ ხეებიდან, მხოლოდ 650000 არის სერტიფიცირებული, როგორც Fair Trees®. უნიკალური Fair Trade პლატფორმით, თითოეული გაყიდული საშობაო ხიდან კომპანიიდან ავტომატურად ფონდს უბრუნდება გარკვეული თანხა, რაც საბოლოო ჯამში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის განვითარებას ხმარდება. ამ მიზნით,ყოველწლიურად ნახევარ მილიონ ლარამდე იხარჯება. ფონდი მიზანმიმართულია სიღარიბის შემცირების პროექტების განხორციელებაზე და მისი პრიორიტეტი უსაფრთხო სამუშაო გარემო, განათლება, ჯანდაცვა, რაჭის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება გარემოსდაცვითი საკითხებია.