2010 წელს, ბოლსების ფონდმა “ქოლგეით-პალმოლივთან” (Colgate-Palmolive) და “LEGO”-სთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც, ადგილობრივმა ბავშვებმა სხვადასხვა საჩუქრები, მათ შორის კბილის ჯაგრისები, კბილის პასტები და სათამაშოები მიიღეს. ამავე დროს, ბოლსების ფონდმა დააფუძნა მოძრავი სტომატოლოგიური კლინიკა, რომლის დახმარებით, ამბროლაურისა და თლუღის მაცხოვრებლებს, ექვს თვეში ერთხელ, უფასო სტომატოლოგიური შემოწმების გავლა შეუძლიათ.
LEGO®-მ რეგიონის სამ სკოლას სათამაშოები გადასცა. ბოლსების ფონდი ამ სკოლებს კეთილმოწყობისა და განვითარების საკითხებში ეხმარება: ისინი მათ წიგნებით ამარაგებენ, მათი სკოლის ეზოებს აწესრიგებენ და ერთ მასწავლებელს დანიური სასწავლო გრანტითაც კი აფინანსებენ.
ამას გარდა, ბოლსების ფონდი უზრუნველყოფს უკუკავშირს ადგილობრივ მოსახლეობასა და სამსდიცინო სერვისების მომწოდებლებს შორის.