“Fair Trade”-ის საერთაშორისო დღე ამბროლაურსა და თლუღში 2012 წელსაც აღენიშნა. ამ წელს, ისევე როგორც ადრე, შემოწირულობის მთავარი ადრესატები ბავშვები იყვნენ, რომელთაც ფონდი ჯანმრთელობისა და განათლების კუთხით ეხმარება.

წელს 600-ზე უფასო სტომატოლოგიური შემოწმება 600-ზე მეტმა ბავშვმა გაიარა. ბავშვებმა ასევე ჩანთები, კალმები და ფურცლები მიიღეს საჩუქრად; ადგილობრივი სკოლის რემონტისთვის ფონდმა 13000 ფუნტი სტერლინგი გამოჰყო.

ფონდი „Fair Trees“ საქართველოში საკუთარ მოღვაწეობას მნიშვნელოვნად აფასებს. ფონდი მოხარულია იმ აღიარებით, რომელიც მას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, ნიკოლოზ რთველიაშვილმა, დანიაში საკუთარი ვიზიტის დროს გააცნო:

”მოხარული ვარ გამოვხატო ჩემი მადლიერება „Fair Trees”-ის და იმ სოციალური ინიციატივების მიმართ, რომელთაც ისინი საქართველოში ახორციელებენ. ქართველი გირჩის შემგროვებლებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს უზარმაზარი მხარდაჭერის ტოლფასია. ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა მომავალშიც იარსებებს“.

2012 წლის 30 ივნისს, „Fairwind“-ის წარმომადგენელი ტერესა ოუენი (Teresa Owen) და “MA Assist”-ის წარმომადგენელი პოლ ჰეიმენი (Paul Hayman) დანიის ქალაქ ოდენსეში ჩავიდნენ, რათა ფონდისთვის „Fair Trees” ის ათი ათასი ფუნტი გადაეცათ, რომელიც მათ თლუღის სკოლის კეთილმოსაწყობად შეაგროვეს.

სიმბოლურია, რომ პრეზენტაცია ქეთი მელუას კონცერტამდე გაიმართა, რომელიც “Fair Trees”-ის აქტიური მხარდაჭერია. შემოწირულობის ქვითარი პოლმა და ტერესამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დანიის სამეფოში ნიკოლოზ რთველიაშვილს და ბოლსების ფონდის პრეზიდენტს საქართველოში ირაკლი დვალს გადასცეს.

მარიანა და ლარსი ქეთი მელუას მისი კონცერტის დაწყებამდე შეხვდნენ, მას თლუღის სკოლის რემონტის თაობაზე აუწყეს და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებამ, რომელსაც ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ფონდის მხარდაჭერები, მმართველები და თანამშრომლები დაესწრნენ, მშვდიდად ჩაიარა.

donationBXMTF2012_0010_l donationBXMTF2012_0022_l donationBXMTF2012_0055_l donationBXMTF2012_0082_l donationBXMTF2012_0091_l