პროგრამით „ითამაშე და ისწავლე LEGO-თი“, ფონდი “Fair Trees” ბავშვებს ინტერაქტიული განათლების შესაძლებლობას აძლევს. –

https://www.legofoundation.com/en/what-we-do/playfutures/explorations/getting-started-with-learning-through-play/

2017 წლის მაისში, ფონდმა “LEGO”-ს ბლოკები 800-ზე მეტ ადგილობრივ ბავშვს დაურიგა, ხოლო ამბროლაურის სკოლების მასწავლებლებმა, მიღებული პრაქტიკული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად „Save the Children“-სთან ერთად ტრენინგი გაიარეს.

სექტემბერში, მასწავლეებმა და მოსწავლეებმა უბედური შემთხვევებით გამოწვეული რისკების შემცირება “LEGO”-ს ბლოკების დახმარებით ისწავლეს (იხ. ფოტო).

მოსწავლეები “LEGO”-ს ბლოკებს მცირე პროექტებისთვისაც იყენებენ. განსაკუთრებით მოვიხიბლე, როცა მოსაწავლეები გირჩის შემგროვებლებს ხეების დანერგვაში დაეხმარნენ. მათ თავზე უსაფრთხოების ჩაფხუტებიც კი ეფარათ!

სატყეო ტურიზმი: ფონდი სამოგზაურო კომპანია „ალბატროსთან“ თანამშრომლობს. სექტემბერში მივიღეთ სტუმრები დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან, რომელთაც თლუღის ლამაზი ტყეები, ერთ-ერთი გირჩის შემგროვებლის ოჯახი, ადგილობრივი ღვინის ქარხანა და სტომატოლოგიური კლინიკა მოინახულეს. (იხ. ფოტო)

საგანმანათლებლო გრანტი: ჯიბო გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მარიანა ბოლსმა (Marianne Bols) ჯიბოს კომპიუტერი გადასცა.