2014 წლის ივნისის პირველ კვირაში, ფონდის დამაარსებელმა მარიანა ბოლსმა (Marianne Bols) და მისმა გერმანელმა და დანიელმა სტუმრებმა განსაკუთრებული სიკეთე გამოიჩინეს.
ფონდის სასწავლო გრანტის სამმა მფლობელმა კომპიუტერი მიიღო, ერთ-ერთი კანდიდატი სასწავლო გრანტით, ხოლო ორი ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი კომპიუტერებითა და სასწავლო მასალით დაჯილდოვნენ.
ამ წელს, ტრადიციულად, “Fair Trees”-მა 500-ზე მეტ ბავშვს უფასო სტომატოლოგიური შემოწმება ჩაუტარა. მათ საჩუქრად კბილის ჯაგრისები და პასტები მიიღეს.
“ძალიან მიხარია, როდესაც იმ ხალხს ვეხამრები, ვინც ჩვენ უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალითა და საახალწლო ნაძვის ხეებით მრავალი წელია გვამარაგებს. “Fair Trade”-ი ნამდვილად ცვლის მსოფლიოს. “Fair Trees”-ში სიტყვებისა და ქმედებების ურთიერთდამოკიდებულების გვჯერა და გვგონია, რომ ამით, ჩვენ თითოეულ გირჩის შემგროვებელს უნდა დავეხმაროთ“. – მარიანა ბოლსი
ფონდმა „Fair Trees“ გირჩის შემგროვებლის შვილს ოპერაცია დაუფინანსა.
“წელს კვლავ შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. მათ პირადად გადამიხადეს მადლობა იმისათვის, რასაც ჩვენ მათთვის ვაკეთებთ. რასაკვირველია ეს მხოლოდ და მხოლოდ პატიოსანი მწარმოებლებისა და მომხმარებლების ძალისხმებითაა შესაძლებელი. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მათ მადლობა გადავუხადო“.