1. “იმის მიუხედავად, რომ ქართული საოცრად მდიდარი ენაა, მე სიტყვებს ვერ ვპოულობ რომ მარიანა და ლარს ბოლსების მიმართ ჩემი მადლიერება გამოვხატო, რომელიც მუდმივად მებადება განახლებული და კეთილმოწყობილი სკოლის შემხედვარეს. მასწავლებლები და მოსწავლეები ამ სიკეთეს არასდროს დაივიწყებენ”.
მადლობას გიხდით არა მხოლოდ მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების, არამედ მთელი სოფლის სახელით.
წარმატებას გისურვებთ.
პატივისცემით,
თლუღის სკოლის დირექტორი
მარინა გოცირიძე
თლუღის იმ სკოლის მასწავლებლისგან მივიღეთ წერილი, რომლის შენობა ცოტა ხნის წინ გავარემონტეთ:
თლუღი ერთ-ერთი ყველაზე პატარა სოფელია საქართველოში.
სოფლის სკოლაში მხოლოდ და მხოლოდ თორმეტი ბავშვი სწავლობს. ეს თორმეტი ბავშვი ჩვენი იმედი და მომავალია. აუცილებელია მათ გაიაზრონ, რომ მათი ბედი სხვასაც ადარდებთ.
იმის მიუხედავად რომ ჩვენი სოფელი საკმაოდ იზოლირებულია, ევროპაში, ღმერთისგან ბოძებული ბუნებრივი წიაღისეულით, ნაძვნარით, ვართ ცნობილნი. იმ ხეების ნახევარი, რომელსაც ევროპელები საახალწლო ნაძვის ხეებად იყენებენ, თლუღიდან მოდის.
სექტემბერში თლუღში ნამდვილი სიგიჟეა; უამრავი კომპანიაა ჩართული ნაძვის ბიზნესში, თუმცა მხოლოდ “Fair Trees”-ს ჰყოფნით სიკეთე, რომ ჩვენ ბავშებს მოუარონ. ისინი ჩვენ სკოლას 2008 წლიდან ეხმარებიან.