მიზანი # 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
კარგი სალდოსა და სამუშაო პირობების კვალობაზე, ფონდში “Fair Trees” დასაქმებულმა გირჩის შემგროვებლებმა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გამოისწორეს და ამით კიდევ უფრო დამოუკიდებლები გახნდნენ.

მიზანი # 2: შიმშილის აღმოფხვრა
გაზრდილი სალდო გირჩის შემგროვებლების უკეთეს კვებას უზრუნველყოფს. ფონდი „Fair Trees” ცდილობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს.

მიზანი # 3: ჯანსაღი ცხოვრება
ფონდმა „Fair Trees” ამბროლაურსა და თლუღში რამდენიმე სტომატოლოგიური კლინიკა დააფუძნა. 2019 წლიდან, ქალებს მკერდის კიბოს სქრინინგის პროგრამაში ჩართვა, ხოლო ბავშვებს უფასო სამედიცინო შემოწმების გავლა შეეძლებათ.

მიზანი # 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლება
ფონდი „Fair Trees” ადგილობრივ სკოლებს საგანმანათლებლო რესურსით ეხამრება. ფონდმა ასევე დააარსა „საუნივერსიტეტო გრანტი“ ქართველი სტუდენტებისთვის.

მიზანი # 5: გენდერული თანასწორობა
საგანმანათლებლო გრანტები ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად გადაეცემათ.

მიზანი # 6: სასმელი წყალი და სანიტარული ნორმები
სხვადასხვა სოციალური კამპანიების წყალობით, ფონდი ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერებას აღამაღლებს სასმელი წყლის მნიშვნელობისა და სანიტარული ნორმების დაცვის შესახებ.

მიზანი # 8: ღირსეული სამუშაო და მდგრადი ეკონომიკური ზრდა
სამსახურებრივი დაზღვევის და სამართლიანი სალდოს მიღების გარდა, გირჩის შემგროვებლები უსაფრთხოების თემაზე სხვასახვა ტრენინგებს გადიან და უმაღლესი ევროპული სტანდარტის ხელსაწყოებს იყენებენ.

მიზანი # 9: ინდუსტრია, ინოვაციები და ინფრასტრუქტურა
ის სწავლება, რომელსაც გირჩის შემგროვებლები გადიან, მათ სხვა სამუშაოს შესრულებისათვისაც გამოადგებათ. “Fair Trees”-ი ტრადიციულ გარემოში ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ანიჭებს უპირატესობას.

მიზანი # 10: უთანასწორობის შემცირება
“Fair Trees”-ის ძალისხმევის შედეგად ამბროლაურსა და თლუღში ზოგადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლები იზრდება, რასაც სოციალური უთანასწორობის შემცირება მოჰყვება.

მიზანი # 11: ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება
“Fair Trees”-ის საქმიანობა ორგანულ და მდგრად მოდელებს ეფუძნება.

მიზანი # 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება
“Fair Trees”-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მდგრად მოდელზე დაფუძნებული საახალწლო ნაძვის ხე შეიძინოს.

მიზანი # 13: კლიმატის ცვლილებებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარება
ეკოლოგიური სერტიფიკაციისა და მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებული წარმოების შედეგად, “Fair Trees”-ი გარემოს არ აზიარებს. თითოეული გაყიდული ხე ჩანაცვლებულია ახლით. ამასთანავე, ხის ჯიში Norman Spruce, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა ჯიშია, რადგან ის ყველაზე მეტ ნახშიროშანგს გადაამუშავეს მიწის თითოეულ აკრზე.

მიზანი # 15: დედამიწის ეკოსისტემების მართვა
“Fair Trees”-ი გირჩებს კავკასიაში, ასწლოვან პირვანდელ ტყეებში მზრუნველად აგროვებს. საქართველოს ეს ტყე, ბორეული ტყის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემაა.

მიზანი # 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ინკლუზიური ინსტიტუციები
ჩვენ ვიცავთ სა ვახალისებგ გირჩის შემგროვებლების შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს.

მიზანი # 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
“Fair Trees”-ი სათესლე მასალისა და საახალწლო ნაძვის ხეების ეთიკური და მდგრადი წარმოების გლობალურ იდეას წარმოადგენს. იმ სხვა კომპანიებთან და მწარმოებლებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა „წითელი ჯვარი“, „ს-ო-ს ბავშთა სოფელი“, „ბუნების მსოფლიო ფონდი, და „გადაარჩინე ბავშვები“ (Save the Children), ფონდს დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.

ამჯერად, მიზნები # 7 and # 14 ენერგიის საყოველთაო ხელმისაწვდომობის და ოკეანისა და ზღვის რესურსის კონსერვაციის შესახებ ჩვენი პროექტების არეალს სცდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.globalgoals.org