““გვიხარია, რადგან მომხმარებლებს “Fair Trade”-ის ფარგლებში შექმნილი სათესლე მასალისგან აღმოცენებული საახალწლო ნაძვის ხეების ყიდვა შეუძლიათ.““
“Fair Trees supports our efforts on fighting corruption in Denmark and helping Danish companies stay clear of corruption.”
“Fair Trade” დიალოგზე, გამჭვირვალობასა და პატივისცემაზე დამყარებული ბიზნეს ურთიერთობას მოაზრევს. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული პირები კიდევ უფრო მეტ ვალდებულებს აიღებენ. მდგრად განვითარებაში მათ საკუთარი წვლილი მარგინალიზირებული მწარმოებლებისა და თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნით და მათი უფლებების დაცვით შეაქვთ.“
“ქართველი გირჩის შემგროვებლები, “Fair Trees” გამოწვდილი დახმარების ხელია. სწორედ ამის გამო, ამ ინიციატივას მთელი გულით ვუჭერ მხარს და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ.“
“მიხარია რომ “Fair Trees”-ი ღარიბ ქართველ გირჩის შემგროვებლებს,“Fair Trade”-ს პირობებში ეხმარება. “Fair Trade” ბრწყინვალე ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს მიყრუებულ ადგილებში უამრავი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.“
“Fair Trade”-ი განვითარების საუკეთესო გზას წარმოადგენს. თუკი “Fair Trade” ყავას ვსვამთ, რატომ არ შეიძლება, რომ “Fair Trade” საახალწლო ნაძვის ხე გვქონდეს?“
ფონდი “Fair Trees“
- საქართველოს, ევროპის ერთ-ერთი ღარიბი ქვეყნის, ადგილობრივი მოსახლეობის განათლებას, ჯანდაცვასა და ზოგად განვითარებას უზრუნველყოფს.
- iქართველი გირჩის შემგროვებლებისთვის საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს აუმჯობესებს.
- საახალწლო ნაძვის ხეების წარმოებასა და გაწმენდას, მდგრადობის და ეკო-მეგობრულობის პრინციპების დაცვით უზრუნველყოფს.
“WWF”-თან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი
თლუღის რეგიონში გარემოსდაცვითი განათლების წახალისების მიზნით, „WWF კავკასია“-ს და ფონდს „Fair Trees” შორის უერთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„WWF კავკასია“-ს და “Fair Trees”-ს მიზანია ბუნების კონსერვაციის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სტუდენტებს მსოფლიო გარემოსდაცვით დინამიკას, ადგილობრივ გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს ვასწავლით. ამგვარად, ახალგაზრდა მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობით აივსებიან.
“WWF”-ს შესახებ:
“WWF” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე საპატივცემულო დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელის მსოფლიოს ას ქვეყანაზე მეტში ფუნქციონირებს და 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. “WWF”-ის მისია დედამიწის ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის შეჩერებას და ისეთი მომავლის შექმნას ისახავს მიზნად, რომელშიც შენარჩუნებული ბუნებრივი მრავალფეროვნების დახმარებით, ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრებენ, განახლებადი წიაღისეულს მდგრადად მოიპოვებენ და დაბინძურებასა და უსარგებლო მომხმარებლობას სამუდამოდ აღმოფხვრიან.
“FSC” სავაჭრო ნიშნის ლიცენზია
ფონდი “Fair Trees“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გარემოს მოსავლის აღების პასუხიმსგებლიანი მეთოდებით იცავს და ამით გლობალურ სოციალურ სტანდარტებს აწესებს.
როგორც “FSC” სავაჭრო ნიშნის ლიცენზიის მფლობელები, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ სატყეო მენეჯმენტი გარემოსდაცვითი, სოციალურად მომგებიანი და ეკონომიკურად შესაძლებელი გზებით განვავითაროთ.
ფონდ “Fair Trees“-ს და „საქართველოს წითელ ჯვარს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. signs MOA with Red Cross Georgia
„საქართველოს წითელ ჯვართან“ თანამშრომლობით შეგვიძლია ადგილობრივ მოსახლეობას უშუალოდ დავეხმაროთ და მათ პირველადი გადაუდებელი დახმარების სხვისთვის გაწევა შევასწავლოთ.
“2019 წლის აპრილში, ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული რისკის შემცირებისათვის პროექტი „კატაკლიზმების წინაშე უძლურებისა და ამით გამოწვეული დაუცველობის დონის შემცირება ამბროლაურის ადგილობრივ მოსახლეობაში“ დაიწყო, რომელიც “Fair Trees”-მა დააფინანსა, ხოლო „საქართველოს წითელმა ჯვარმა” აღასრულა. პროექტის მთავარი მიზანი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გამძლეობის უნარების გაძლიერება და ბუნებრივი კატაკლიზმების წინაშე დაუცველობის დონის შემცირება იყო.”
ფონდ “Fair Trees”-სა და “Save the Children”-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ამბროლაურში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ბავშვებს სასმელი წყლისა და საკანალიზაციო არხების პრობლემა აქვთ. ფონდი “Fair Trees” ამ ოჯახების სიღარიბიდან ამოყვანას ისახავს მიზნად. ამისათვის ფონდმა “Fair Trees” “STC Georgia”-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. . 2017 წლის მარტში “STC”-მ პირველი პროგრამები ჩაატარა ადგილობრივი სკოლების ჩართულობით. პროგრამის „ითამაშე და ისწავლე LEGO-თი“-ს ფარგლებში, ბავშვები იმ აუცილებელ თვისებებს იყალიბებენ, რომელიც მათ შემოქმედებით და ცნობისმოყვარე მოსწავლეებად აქცევს.
ფონდ “Fair Trees”-სა და „საქართველოს ს-ო-ს ბავშთა სოფელს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„გვიხარია, რომ ფონდ “Fair Trees”-სა და „საქართველოს ს-ო-ს ბავშთა სოფელს შორის“ უერთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამ გზით, ჩვენ ობოლი ბავშვებისთვის უსაფრთხო და მზრუნველ გარემოს შევქმნით. ამბროლაურში, საოჯახო ტიპის სახლში, ბავშვები დედასთან და ოჯახთან ბედნიერად იზრდებიან. ამ საერთო ძალისხმევით ჩვენ ბავშვებს მომავალს ვუქმნით”. – მარიანა ბოლსი, ფონდ “Fair Trees”-ს დამაარსებელი.