ფონდი “Fair Trees” განათლების, გარემოსდაცვისა და ჯანმრთელობის გაძლიერების გზებით, საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. ფონდი “Fair Trees“ იმ ღარიბი ქართველი გირჩის შემგროვებლებისთვის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების განვითარებაზე ზრუნავს, რომლებიც ძლიერ რისკავენ როცა ნაძვის ხიდან (Nordmann fir) იმ სათესლე მასალას აგროვებენ, რომელიც შემდგომ საახალწლო ნაძვის ხეების წარმოებისთვის გამოიყენება. ფონდის მიზანია საახალწლო ნაძვისხეების წარმოება მდგრადობის და ეკო-მეგობრულობის პრინციპების დაცვით წაახალისოს.