Fair Trade® იმ ათი ძირითადი პრინციპი გარშემო შეიქმნა, რომლებიც “Fair Trees”®-თან უშუალო

თანამშრომლობით დამყარდა.
ფინანსურად ნაკლებად შეძლებული მწარმოებლების მხარდაჭერა ამბროლაურისა და თლუღის რეგიონების, როგორც სათესლე მასალის მომწოდებელი რეგიონის, ეკონომიკური განვითარება.

გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა.
“Fair Trees”-ი ქართველ ბიზნეს პარტიორებთან გამჭვირვალედ თანამშრომლობს.

პასუხისმგებლიანი ვაჭრობა.
“Fair Trees”-ი ქართველი გირჩის შემგროვებლების ეკონომიკურ და სოციალურ ქეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამას გარდა, ჩვენი მომწოდებლები ვალდებულნი არიან შეთანხმებების პირობები დაიცვან და მოსახლეობა, გარკვეული დროის ფარგლებში, იმ პროდუქტით, მოამარაგონ, რომელიც ხარისხისა და თვისებების გარკვეულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

სამართლიანი სალდო.
“Fair Trees”-ი ქართველ გირჩის შემგროვებლებს სტაბილურ და სამართლიან სალდოს ჰპირდება.

ბავშთა და იძულებითი შრომის თავიდან აცილება.
“Fair Trees”-ი ბავშთა და იძულებით შრომის აღმოსაფხვრელად მუშაობს.

ანტი-დისკრიმინაცია, თანასწორობა და გაერთიანების თავისუფლება.
“Fair Trees”-ი იცავს ქართველი გირჩის შემგროვებლების უფლებებს, მათ შორის პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და კოლექტიური სალდოს მოლაპარაკებების თაობაზე.

ჯანმრთელი და უსაფრთხო შრომის პირობები.
“Fair Trees”-ი თანამშრომლებს საუკეთესო სამუშაო პირობებს ჰპირდება: უსაფრთხოებისათვის საჭირო აღჭურვილობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრამვების დაზღვევის გარდა, მათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა ტრენინგები უტარდებათ.

კვალიფიკაციის ამაღლება.
“Fair Trees”-ი სახსრებს არ იშურებს ამბროლაური-თლუღის რაიონში საგანმანათლებლო სექტორის განვითარებისა და თანამშრომლებში კომპეტენციის ამაღლების მიზნით.

“Fair Trade”-ის პრინციპების მუდმივი გაღრმავება.
“Fair Trees”-ის “Fair Trade”-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, რაც საერთაშორისო ვაჭრობაში სამართლიანობის ხარისხის ამაღლებას მოიაზრებს.

მდგრადი განვითარება.
“Fair Trees”-ი გირჩებისა და საახალწლო ნაძვის ხეების ბუნებისთვის მინიმალური შესაძლო დაზიანებით წარმოებას უზრუნველჰყოფს.