2020 წელს, ფეა თრიზ ფონდი სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს ამბროლაურში. თთოეული მათგანი ემსახურება ჯანმრთელობის, განათლებისა და თანაბარი უფლებების პრინციპებს, ისევე როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას. პროექტები შესაბამისობაშია 17 მდგრადი განვითარების მიზანთან.

მკერდის კიბოს სკრინინგი 169 ქალბატონისთვის

წითელ ჯვართან თანამშრომლობით, ფეა თრიზ ფონდმა წელსაც მოაწყო ტესტირების ცენტრი, სადაც ამბროლაურში მცხოვრებ ქალბატონებს მიეცათ საშუალება ჩაეტარებინათ მკერდის სკრინინგი. ტესტირება კოვიდ 19 ის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.  ტესტირების 4 დღის განმავლობაში (10-13 სექტემბერი), 169 ქალის გამოკვლევა განხორციელდა.

სკრინინგი კულტურული ბონუსით

მკერდის სკრინინგთან ერთად, ქალბატონებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ქართველი მხატვარი ქალბატონების ნახატების გამოფენა ტესტ ცენტრთან ახლოს. სკრინინგში მონაწილე ყველა ქალბატონს გადაეცა სტომატოლოგიური მომსახურების ვაუჩერი.



ფონდი აფინანსებს 3 წლიან წითელი ჯვრის პროექტს „მდგრადობა და თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირება ამბროლაურში”. მკერდის სკრინინგი სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

წითელი ჯვარი

“დღესდღეობით, მკერდის კიბო ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნის ტიპია ქართველ ქალებში. ყოველწლიურად, 1624 ქალზე მეტია დაავადებული. წითელი ჯვარი ძალიან მოხარულია მხარი დაუჭიროს ფონდის ინიციატივას უფასო მკერდის სკრინინგთან დაკავშირებით ამბროლაურში. ეს წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს ჯანმრთელობის ხელშეწყობის საქმეში. 2020 წელს, ამ პროექტის განმავლობაში,რა თქმა უნდა ჩვენც ვზრუნავდით, რომ სკრინინგი კოვიდ 19 ის რეკომენდაციების დაცვით ჩატარებულიყო.”

– თამარ კამკამიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება; ჩიტო დოლიძე, წითელი ჯვრის ამბროლაურის ფილიალის წარმომადგენელი.

სპორტული სფეროს განვითარება გოგონებისთვის

ფონდი ფეა თრიიზ აქტიურად უჭერს მხარს ქალთა ფეხბურთის განვითარებას საქართველოში. საფეხბურთო კლუბ რაჭა 2020-თან ერთად, რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ფონდმა დააარსა გოგონათა ფეხბურთის გუნდი ამბროლაურში. ახალგაზრდა ადგილობრივმა გოგონამ გაიარა ფეხბურთის მწვრთნელის ტრეინინგი და სულ მალე ის UEFA-ს სერტიფიკატს მიიღებს. ამჟამად, გოგონათა გუნდი 6 წლიდან, რომელიც 40 წევრისგან შედგება, აქტიურად მონაწილეობს ყოველკვირეულ ვარჯიშებსა და საფეხბურთო მატჩებში. ფონდი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გოგონა ჩაერთოს ქალთა ფეხბურთში.

სტიპენდია

2020 წელს ფონდმა სტუდენტი ამბროლაურიდან ანი გურგენიძე ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დაფინანსებით დააჯილდოვა. ამ სტიპენდიით, ანის აუსრულდა ოცნება, გამხდარიყო სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ამჟამად იგი სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. ამავდროულად, ანი აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროექტებში და სხვა აქტივობებთან ერთად, იგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ამბროლაურის ფილიალის მოხალისეა.